ფანჩულიძე ალექსი დავითის ძე

ალექსი ფანჩულიძეფანჩულიძე ალექსი დავითის ძე.(Панчулидзев, Алексей Давыдович) თავადი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, სარატოვის გუბერნატორი. დაიბადა 1762 წელს, გარდაიცვალა 1834 წლის 29 ივლისს.

ვახტანგ VI-ის ამალის წევრის, დავით მათეს ძე ფანჩულიძის, შუათანა ვაჟი, რუსეთის არმიის გენერლების ივანე და სიმონ  ფანჩულიძეების ძმა.

1784 წელს ჯანმრთელობის გამო სამხედრო სამსახური მიატოვა და სარატოვში (სადაც მამამისიც ცხოვრობდა) ჩამოვიდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა.

1801 წელს დაინიშნა სარატოვის ვიცე-გუბერნატორად. 1804 წელს მიიღო „Статский Советник"-ის ჩინი. 1808 წლის მაისში დაინიშნა სარატოვის გუბერნატორად. 1810 წელს მიიღო „Действительный Статский Советник"-ის წოდება.

ფანჩულიძეს ეკუთვნოდა სოფელ ბესსონოვკაში 200 მდე ყმა და სახლი სარატოვში, რომელიც შემდეგ ქალაქს გადასცა გიმნაზიისათვის.

ალექსი ფანჩულიძის სახელს უკავშირდება: სარატოვის ალექსანდერ ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის აშენება, ვაჟთა გიმნაზიის (1820 წლის აგვისტო)გახსნა, თეატრისა და ტიპოგრაფიის დაარსება.

1826 წელს თანამდებობიდან გაანთავისუფლეს (სრული პანსიონის, 3 000 მანეთის, შენარჩუნებით). გარდაიცვალა 1834 წლის 29 ივლისს, თავის მამულში. მეოცე საუკუნის ბოლოს სარატოვში ძეგლი დაუდგეს.

რუსეთის ისტორიაში აგრეთვე ცნობილია მისი ორი ვაჟი: ალექსანდრე (1790 -1867 წ.წ.) და ალექსი (1816-1880 წ.წ.)

რესურსი ინტერნეტში:

http://sarist.narod.ru/pan.htm (Рус)

http://ru.wikipedia.org/wiki/Панчулидзевы (Рус)