სახელმწიფო მინისტრი

კონსტანტინე სურგულაძე პოსტერი         

 კონსტანტინე სურგულაძე დაიბადა 1971 წლის 14 ივლისს თბილისში.

1989 წელს დაამთავრა . თბილისის # 1 ექსპერიმენტული სკოლა.

1990 წელს ჩაირიცხა ქალაქ კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.

1991 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1996 წელს  ადამიანის უფლებათა სამართლისა და პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში გაემგზავრა ბირმინგჰემის უნივერსიტეტში, 1997 წელს კი საერთაშორისო სამართლის ჰააგის აკადემიაში.

1996 წლიდან დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის III მდივნად.

1998 წელს გადაყვანილ იქნა ამავე სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.

2001 წელს დაინიშნა  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსულის თანამდებობაზე.

2005 წელს გაეროს პროგრამით მუშაობდა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში.

2006 წელს იყო საქართველოში  Chevron-Texaco ოფიციალური წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი.

2007 წელს დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

2009 წელს შეუერთდა ირაკლი ალასანიას გუნდს. იყო აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობდა რეგიონალურ საკითხებს.

2010-2011 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიათავისუფალი დემოკრატებისადმინისტრაციას.

2012 წლიდან ხელმძღვანელობდა კოალიციაქართული ოცნებისმიგრაციისა და დიასპორების დეპარტამენტს.

2012 წლის 25 ოქტომბრიდან დაინიშნა დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე.

ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.