ქართული დიასპორა

ქართული დიასპორის ორგანიზაციები

გერმანიის ქართული სათვისტომო

დაახლოებით 50 წლის  წინ შეიქმნა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის იყო ერთადერთი ორგანიზაცია გერმანიაში. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ის  პოლიტიკური ორგანიზაციიდან თანდათანობით კულტურულ ორგანიზაციად გარდაიქმნა. ამჟად იგი წარმოადგენს კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციას.  მას ხელმძღვანელობს ლერი დათაშვილი. ორგანიზაცია აქტიურად ეხმარება იქ მცხოვრებ ქართველებს, აქვს საინტერესო პროექტები: გამოსცემს ქართულ;ენოვან ჟურნალს „ქართული“, აქვს საკვირაო სკოლა, ყოველწლიურად აწყობს წარმატებული სტუდენტების დაჯირლოებას, აქტიურად თანამშრომლობს მიუნჰენში არსებულ ქართულ ეკლესიასთან. გერმანიის ქართული სათვისტომო აქტიურად იღებდა მონაწილეობას და ორგანიზებას უკეთებდა რუსეთ-საქართველოს ომის საწინააგმდეგო აქციებს გერმანიაში.
www.satvistomo.net


ბილეფელდის
გერმანულ-ქართული საზოგადოება

ბილეფელდის გერმანულ-ქართული საზოგადოება შეიქმნა 2003 წლის 20 აგვისტოს. მას ხელმძღვანელობს ჯიმშერ ბედიანაშვილი. საზოგადოება ემსახურება გერმანულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებას. მართავს კონცერტებს, პოეზიის საღამოებს,  გამოფენებს, ფილმების ჩვენებებს. აწყობს შეხვედრებს და დისკუსიებს საზოგადოებრივ, ისტორიულ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემებზე. საზოგადოება გამოსცემს ქართულენოვან გაზეთს  „ახალი ივერია“. აქვს საკვირაო სკოლა. ბილეფელდის გერმანულ-ქართული საზოგადოება აქტიურად იღებდა მონაწილეობას და ორგანიზებას უკეთებდა რუსეთ-საქართველოს ომის საწინააგმდეგო აქციებს გერმანიაში.
www.dgg-bielefeld.de


გერმანულ
-კავკასიური  საზოგადოებალილე

საზოგადოება დაარსდა 1999 წელს ქ. ჰამბურგში, მარიკა ლაფაური-ბურკის ინიციატივით. მისი პროგრამის ძირითად მიმართულებად ითვლება გერმანიისა და კავკასიური ხალხების დაახლოება და ურთიერთთანამშრომლობა.  ამ მიზანს ემსახურება ლილეს მიერ ოგანიზებული უამრავი კულტურული ღონოსძიება. (www.lile.de). გამოცემული აქვს სხვადასხვა ჟურნალები და ბროშურები ქართულ კინოზე და მუსიკაზე.  აგვისტოს ომის შემდეგ 2008 წელს ლილემ გამოსცა გერმანულენოვანი ჟურნალი „Eein  Blick Georgien“. გამოაქვეყნა სტატიები გერმანულად და ქართულად სხვადასხვა მედიაში.
აღსანიშნავია საზოგადოების წვლილი ქართული ეკლესიების რესტავრაციის საქმეში. ერთ-ერთი პროექტია ქართული ეკლესიის რესტავრაცია თელავის რაიონის სოფელ კისისხევში. http://www.lile.de/kirche.htm


ფრანკფურტის
ქართული სათვისტომო - ქართული კულტურის ფორუმი

ფრანკფურტის ქართული სათვისტომო, ქართული კულტურის ფორუმი, დაარსდა 2005 წლის 6 თებერვალს მაინის ფრანკფურტში.  იგი მიზნად ისახავს ქართული სოციუმის გერმანულ სოციოკულტურულ გარემოში ინტეგრაციის პრობლემების გადაჭრას სოციალური და კულტურული თვალსაზრისით და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. დღემდე საზოგადოებას 37 სხვადასხვა სახის ღონისძიეები აქვს ჩატარებული, მათ შორის კონცერტები, გამოფენები, სემინარები, საუნივერსიტეტო პოდიუმ-დისკუსიები, ბიზნეს შეხვედრები და ა.შ. საზოგადოება მჭიდროდ თანამშრომლობს ფრანკფურტის მერიასთან, ფრანკფურტის მულტიკულტურული თანაცხოვრების დეპარტამენტთან, ფრანკფურტის კულტურისა და მეცნიერების დეპარტამენტთან, ჰესენის კულტურის სამინისტროსტან. საზოგადოების პარტნიორები არიან ფრანკფურტის ინტერნაციონალური თეატრი, ფრანკფურტის ინტერკულტურული თეატრი; კომერციულ პარტნიორებად მოიაზრებიან Nord-West-Zentrum   და  Bechstein-Center.  www.geokulturforum.de


ბერლინის
გერმანულ-ქართული საზოგადოება

ორგანიზაცია დაარსდა 1985 წელს პანკოუს ქართული კლუბის სახელით (Der Georgische Club Pankow), რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი შტეფან კურელლა. 1991 წელს საზოგადოებას ეწოდება ქ. ბერლინის გერმანულ-ქართული საზოგადოება. თავმჯდომარე არის პროფესორი როლფ შრადე. ორგანიზაცია   თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფოსთან კულტურულ, სამეცნიერო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში. ყოველთვიურად ტარდება ბერლინში სემინარები სხვადასხვა  თემებზე. ორგანიზაცია გამოსცემს ჟურნალს „ცნობის ფურცელი“. www.bggev.de


ზაარლანდის
გერმანულ-ქართული  საზოგადოება

ზაარლანდის მხარისა და საქართველოს პარტნიორობა დაახლოებით 30 წელს მოიცავს. ზაარბრუკენისა და თბილისის პარტნიორობას ჯერ კიდევ 1975 წელს ჩაეყარა საფუძველი.  ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოება მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს; 90-იანი წლებიდან არსებობს მოსწავლეთა და პრაქტიკანტების პროგრამები:

  • ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოება თანამშრომლობს ქუთაისის ფილიალთან (www.gdz.ge).  ქუთაისში ტარდება კონკურსები. გამარჯვებული მოსწავლეები კი იგზავნებიან ზაარლანდში რამდენიმე თვით და  სწავლობენ გიმნაზიაში.
  • პრაქტიკანტების პროგრამა  მოიცავს დაახლოებით 7 კვირას, რომელიც ფინანსდება ზაარლანდის   სახელმწიფო კანცელარიის მიერ.  ზაარლანდის სახელმწიფო კანცელარიაში პრაქტიკას გადიოდნენ ძირითადად თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის სტუდენები. გასულ წლებში ორგანიზაციამ ურთიერთობა დაამყარა ივანე ჯავხიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და გერმანისტიკის ფაკულტეტებთან.

ორგანიზაცია მომავალში მიზნად ისახავს ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოებას. ზაარლანდის გერმანულ-ქართულმა ორგანიზაციამ გამოაგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი აგვისტოს ომში დაზარალებულთათვის. ეს ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა ვადერნის (ჩრდ. ზაარლანდი) კათოლიკური სამრევლოს დახმარებით (თბილი ტანსაცმელი, ლეიბები, საბნები, სათამაშოები და ა.შ.) ამ ორგანიზაციის თაოსნობით დაარსდა გადაცემა „საქართველოს დიდი ათეული“ (www.bestgeorgians.ge)


ბრანდერბურგ
-საქართველოს საზოგადოება

ბრანდერბურგ-საქართველოს საზოგადოება დაარსდა 1996 წელს. მისი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: ბრანდერბურგის მხარის საქართველოსთან ურთიერთობის ხელშეწყობა, ქართველებისა და გერმანელების შეხვედრების ორგანიზება, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები, კულტურული ღონისძიებების მოწყობა (გამოფენები, ქართული საღამოები, კომცერტები, ფილმის ჩვენებები და ა.შ.), ეხმარება გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს გერმანულ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. www.georgika.de

გერმანულ-ქართული კულტურული საზოგადოება „კოლხეთი"

 გერმანულ-ქართული კულტურული საზოგადოება „კოლხეთი" საქველმოქმედო ორგანიზაციაა. საზოგადოების შექმნის იდეა 2007 წლის ივლისში სტეფანწმინდაში დაიბადა, "კოლხეთის" ამჟამინდელი წევრების საქართველოში მოგზაურობის დროს. საზოგადოება „კოლხეთი" გერმანიაში ოფიციალურად დარეგისტრირდა 2007 წლის 2 ნოემბერს. მასში გაერთიანებულია ოცამდე ადამიანი, მათ შორის 3 ქართველი.
საზოგადოების ამოცანაა საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურული თანამშრომლობა და სოციალური პროექტების განხორციელება; მაგ. ერთ-ერთი პროექტის საშუალებით "კოლხეთი" ეხმარება წალენჯიხის მოსწავლეთა სახლს, სადაც ამჯერად, საკმაოდ მძიმე პირობებია შექმნილი. იმავდროულად, არსებობს პროექტი, რომლის პრიორიტეტია, შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მესტიის მუზეუმს.
"კოლხეთის" წარმომადგენლები აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებას ქალაქებში: ბოხუმში, დორტმუნდში, ვიტენსა და ჰერდეკში, ისინი დაინტერესებულ საზოგადოებას ქართულ კულტურას აცნობენ (ხელოვნება, ცეკვა, მუსიკა, ლიტერატურა, ქართული სამზარეულო). თითქმის ყოველ წელს იმართება კონცერტი უკრაინის ანსამბლ „ბლაჰოვისტის" სოლისტების შესრულებით. სტუმრებს ქართულ სუფრასთანაც იწვევენ.
საზოგადოების ერთ-ერთი თავმჯდომარე ნანა შანავა გახლავთ.
საზოგადოება "კოლხეთის" წარმომადგენლებს ქალაქ ვიტენის სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი ვიტენის ინტეგრაციის ქსელის მუშაობაში. www.kolchis-ev.de


გერმანულ
-ქართული საზოგადოებები

 

გერმანიის ქართული  სათვისტომო
თავმჯდომარე – ლერი დათაშვილი
info@satvistomo.de  www.satvistomo.com  www.satvistomo.net
ქართულენოვანი ჟურნალი “ქართული”
გამომცემელი - გერმანიის ქართული სათვისტომო
qartuli@satvistomo.de
საკვირაო სკოლა: Kristallstrasse 8a, 80995 Muenchen-Ludwigsfeld

ბილეფელდის გერმანულ-ქართული საზოგადოება
თავმჯდომარე – ჯიმშერ ბედიანაშვილი
iberieli@email.de  www.dgg-bielefeld.de
ქართულენოვანი ჟურნალი “ახალი ივერია”
გამომცემელი - ჯიმშერ ბედიანაშვილი
akhaliiveria@yahoo.de
ქართული საკვირაო სკოლა
ხელმძღვანელი: ლია თავშავაძე-ცინცაძე

გერმანულ-კავკასიური საზოგადოებალილე
თავმჯდომარე - მარიკა ლაფაური-ბურკი
info@lile.de    www.lile.de
გერმანულენოვანი გაზეთი “ein Blick Georgien”

ფრანკფურტის ქართული სათვისტომო - ქართული კულტურის ფორუმი
თავმჯდომარე – პროფესორი ქალბატონი მანანა თანდაშვილი
geoforum2005@yahoo.de      www.geokulturforum.de

ბრანდერბურგ-საქართველოს საზოგადოება
თავმჯდომარე – პავლე შპეტიშვილი
georgien@woxnet.de   georgie@woxnet.de
www.georgika.de  www.bbag-ev.de

INKO  ქართული კულტურის ცენტრი
თავმჯდომარე: იოზიფ ბელლმან (იგივე იოსებ დარსაველიძე)
ekadars@yahoo.de   ekabe@web.de    www.inkogkc.de

ბერლინის გერმანულ-ქართული საზოგადოება
თავმჯდომარე – პროფესორი როლფ შრადე
ტელ:            +49 (0) 33 79 39 352           
Brischra@aol.com
მისამართი: Berlinerstr. 25  15831 Mahlow
მოადგილე: დოქტორი შტეფან კურელლა
ტელ/ფაქსი:            +49 (0) 33 01 70 48 39           
Stefan.Kurella@gmx.de
მისამართი: Iserstr. 5, 16515 Oranierburg
გერმანულენოვანი ჟურნალი “ცნობის ფურცელი” (Mitteilungsblatt)

ზაარლანდის გერმანულ-ქართული საზოგადოება
თავმჯდომარე – გიზელა ჰაილი
ტელ:             +49 (0) 68 15 65 87           
ფაქსი:            +49 (0) 68 15 48 398           
Gisela.Heil@t-online.de
მისამართი: Weinbergweg 26,  66119  Saarbruecken

. მიუნჰენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
წინამძღვარი: დეკანოზი თამაზი
მისამართი: Kristallstr.8, 80995 Muenchen-Ludwigsfeld
info@ge-orthkirche-muenchen.de    www.eklesia.de

ქართველები ქ. კარლსრუეში-წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საზოგადოება
თავმჯდომარე - ალფრედ რაიჰელი
http://www.georgien-nachrichten.com/
http://georgien-nachrichten.blogspot.com/

 

 ქართული სათვსიტომო - ბერლინის ქართული სახლი
თავმჯდომარე - თამარ შალამბერიძე
georgischeshaus@yahoo.de
„ბერლინის ქართულ სახლთან" არსებული ქართული საკვირაო სკოლა:
ხელმძღვანელი - თამარ შალამბერიძე
მისამართი: Fechner str. 5, 10715, Berlin; ტელ: +49 1 7625779132; +49 1 7623603114

გერმანულ-ქართული კულტურული გაერთიანება "კოლხეთი"
თამვმჯდომარე-ნანა შანავა
თავმჯდომარე - ინგებორგ ზაური
მისამართი: Oberstrasse 4; 58 452 Witten
kolchis-ev@online.de www.kolchis-ev.de 

 ენა  და  რელიგია

ქართული საკვირაო სკოლა მიუნხენში

მიუნხენის ქართულ საკვირაო სკოლაში დღესდღეობით 20-მდე სხვადასხვა  ასაკის ბავშვი დადის. მათ უტარდებათ ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილები.  ორსაათიანი გაკვეთილები ტარდება ყოველ კვირას მიუნჰენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და გერმანიის ქართული სათვისტომის დახმარებით. მიუნჰენის ქართული საზოგადოება დიდი მხარდაჭერას უცხადებს ამ პროექტს. ბატონმა ვახტანგ ბარდაველიძემ გაიღო ოთახები სკოლისათვის.
http://www.satvistomo.com/GEORGIAN/skola.htm

ქართული საკვირაო სკოლა ფრანკფურტში

ფრანკფურტის ქართული საკვირაო სკოლა დაარსდა ქალბატონ მანანა თანდაშვილის ინიციატით და ხელმძღვანელობით 2004 წლის იანვარში. სამსაათიანი გაკვეთილი ტარდება კვირაში ერთხელ. მოსწავლეთა ასაკის მიხედვით სკოლაში არის ორი ჯგუფი: დამწყები და საშუალო. შაკვირაო საკვირაო სკოლის მიზანია, აზიარონ ფრანკფურტში მცხოვრები ქართველი ბავშვები ქართულ ენასა და კულტურას, გააცნონ მათ საქართველოს ისტორია, მითოლოგია და ბუნებისმეტყველება. http://www.geokulturforum.de/Schule.html


ბილეფელდის
ქართული საკვირაო სკოლა

ბილეფელდის გერმანულ-ქართული საზოგადოების  მხარდაჭერით დაარსდა ქართული საკვირაო სკოლა ქ. ბილეფენდში. გაკვეთილი ტარდება ორ კვირაში ერთხელ, ქართველ ბავშვებს აზიარებენ როგორც ქართულ ასევე გერმანულ ენასა და კულტურას. ბილეფელდის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელია ქალბატონი ლია თავშავაძე-ცინცაძე.

 

 

შტუტგარტის ქართული საკვირაო სკოლააი ია

2011 წლის 2 აგვისტოს შტუტგარტის წმინდა ილია მართლის სამრევლოსთან   ქართული საკვირაო სკოლააი იადაარსდა. საკვირაო  სკოლის მიზანია შტუტგარტში მცხოვრები ქართველი ბავშვები აზიარონ ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. სკოლაში გაკვეთილები ტარდება  ყოველ კვირა დღეს. საკვირაო სკოლა სისტემატიურად მართავს სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებებს.

სკოლის ხელმძღვანელები არიან ლელა კურტც-შანშაშვილი და ეკატერინე ცირიკაშვილი.  საკვირაო სკოლის მისამართია: Mohringerstr. 56, 70199 Stuttgart;  საკონტაკო მონაცემები: ელფოსტა:simgera@web.de, ტელ.: +4971194545751; Facebook – http://goo.gl/fDnWd

 

 

ქ. მიუნჰენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია

ქ. მიუნჰენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დაარსდა 2001 წლის 25 მარტს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით და მიუნჰენში და მის გარეუბანში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერით. მიუნჰენის ეკლესია, ისევე როგორც ევროპის სხვა ქართული ეკლესიები ექვემდებარებიან საქართველოს საპარტრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიას. ეკლესიის ხელმძღვანელია დეკანოზი თამაზი.  დეკანოზი თამაზი ატარებს ასევე წირვას ყოველ მესამე კვირას ქ. ბერლინში. ამ დიდებულ ინიციატივას მხარში უნდგას ქართული სახლი ბერლინში “ფესვები”. http://www.eklesia.de/

ქ. დუსელდორფის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული ეკლესია

ქალაქ დუსელდორფის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული ეკლესია მიეკუთვნება საქართველოს საპატრიარქოს და მის დასავლეთ ევროპის ეპარქიას. ეკლესიას ხელმძღვანელობს ბერი ისე. ეკლესიის მრევლი უკვე 5 წელია საეკლესიო დღესასწაულებს ქართული წირვებით აღნიშნავს. სამრევლო ოფიციალურად დაარსდა 2007 წლის 20 თებერვალს ქალაქ დუსელდორფში.
დუსელდორფის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული ეკლესია განსაკუთრებით იღვწის საღმრთო სახლებისა და საეკლესიო მრევლის სახლების მოწყობისათვის, სასულიერო პირების განათლებისათვის, ასრულებს საეკლესიო მსახურებას, ზრუნავს დაკრძალვებისა და გარდაცვლილთა სულის მოსასხსენებლად, ატარებს რელიგიის გაკვეთილებს, ხელს უწყობს ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას, თავისი წვლილი შეაქვს რელიგიური, კულტურული და სამეცნიერო, ასევე ჰუმანიტარული და სოციალური დახმარების პროექტების განხორციელებაში საქართველოსა და ევროპაში.

www.mrevli.de

 

შტუტგარტის წმინდა ილია მართლის სახელობის სამრევლო

შტუტგარტის წმინდა ილია მართლის სახელობის სამრევლო დაარსდა 2005 წლის 19 ივნისს. სამრევლო ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქიას. თვეში ერთხელ მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასალის ეკლესიის წინამძღვრი, დეკანოზ თამაზ ლომიძ წირვა-ლოცვას აღავლენს.

სამრევლოს მისამართი: Steigerwaldstrasse 10 Stuttgart, 70469 Stuttgart-Feuerbach

საკონტატო პირები: ეკა ცირიკაშვილი, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი

ტელ.:  +49176 32427240

email: eka_tsirikashvili@yahoo.de  

 

              
საინფორმაციო რესურსები  

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გერმანულ-კავკასიურ საზოგადოებამ „ლილე“ გამოსცა გერმანულენოვანი გაზეთი  “ein Blick Georgien“. სხვა თემებთან ერთად გაზეთი ახდენს აგვისტოს ომის ფაქტების ანალიზს. http://www.georgien-nachrichten.de/index.php?cmd=blick


გერმანიის ქართული სათვისტომოს ქართულენოვანი   ჟურნალი “ქართული” გამოდის 2005 წლის ოქრომბრიდან. ჟურნალის შეძენა შესაძლებალია მიუნჰენის, შტუტგარტისა და შტრასბურგის ეკლესიებში. შესაძლებელია მისი გამოწერა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
http://www.satvistomo.com/GEORGIAN/jurnali.htm

ბილეფელდის გერმანულ-ქართული საზოგადოება გამოსცემს ქართულენოვან გაზეთს  “ახალი ივერია". ჟურნალი აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. დიდი ყურადღება ეთმობა შემოქმედებით გვერდს.
http://www.georgien-nachrichten.de/index.php?cmd=achali

ბერლინის ქართული საზოგადოება გამოსცემს ძირითადად გერმანულენოვან ცნობის ფურცელს - “Mitteilungsblatt”.  ცნობის ფურცელი  არსებობს 1992 წლიდან და დღემდე  გამოქვეყნდა 93 გამოცემა. წლიურად იბეჭდება 6 გამოცემა, დაახლოებით 400-მდე ეგზემპლარი. მისი გამოწერა შეიძლება საზღვარგარეთის ნებისმიერი ქვეყნიდან, ასევე შეიძლება გადაგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
http://www.bggev.de/publik.html


მხარდაჭერა

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში პერმანენტულად  ეწყობოდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები.  ქართველები მოითხოვდნენ საქართველოში რუსული აგრესიის შეწყვეტას და რუსული ჯარის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას.
აქციებს ორგანიზებას უკეთებდნენ ამ ქალაქებში არსებული ქართული სათვისტომოები. ქართველები ჩადიოდნენ ერთი ქალაქიდან მეორეში და მართავდნენ მრავალრიცხოვალ აქციებს. აგვისტოს თვეში ბერლინში ჩატარდა დიდი საპროტესტო აქციები, რომელებშიც მონაწილეობა მიიღეს მიუნჰენიდან და ბილეფელდიდან ჩასულმა ქართველებმა.

http://www.satvistomo.com/siaxleni.htm
http://www.youtube.com/watch?v=eFRERyiST2I
http://www.youtube.com/watch?v=OfmxLDayAa8&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=UlwvdrJ2y1E&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=gHo0-zmHuy8&feature=related
http://www.dgg-bielefeld.de/index.php?option=com_ponygallery&Itemid=10⟨=en


გამოჩენილი
ქართველები

გივი მარგველაშვილი - მწერალი - დაიბადა 1927 წელს ქ. ბერლინში,     ემიგრანტების ოჯახში. ის  არის ქართველი გერმანულენოვანი მწერალი. მან დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი. მისი  დამთავრების შემდეგ იგი იქვე მუშაობდა გერმანული ენის მასწავლებლად,  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 80-იანი წლების ბოლოს ის ჩავიდა ბერლინში და გააგრძელა იქ მოღვაწეობა. გერმანიაში გამოქვეყნდა გივი მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის “კაპიტანი ვაკუშის” 2 ტომი, ასევე რომანები: “მუცალი”, “დიდი კორექტურა”, პროზაული კრებულები “გადაუგდებელი ხელთათმანი”, “სიცოცხლე ონტოტექსტში” და ა.შ. 
გ. მარგველაშივლი აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზედ გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში, მიწვეულ იქნა გერსვაილერის “ქალაქის მწერლად” გერმანიაში, მოგვიანებით კი ლექციების საკითხავად გერმანიის და აშშ-ის უნივერსიტეტებში. იგი ცნობილია აგრეთვე, როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.

1997 წელს გ. მარგველაშვილი არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.  
http://www.rferl.org/content/article/1067289.html

http://en.wikipedia.org/wiki/Giwi_Margwelaschwili

ლადო ათანელი - ქართველი ბარიტონი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წლიდან მან მრავალი პრიზი მოიპოვა ევროპის ფესტივალებზე. 1996 წლიდან დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა და დიდ წარმატებებს მიაღწია.  2002 წელს იგი გახდა კავკასიის ხალხის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი.
http://www.ataneli.com/bio_d.htm


მსახიობები
:

რეზო ჩხიკვიშვილი დაიბადა თბილისში 1957 წელს. 1974-1978 წლებში იგი სწავლობდა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მან უამრავ ქართულ და რუსულ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, მოღვაწეობდა თბილისის მარჯანიშვილის თეატრში. გაწეული ღვაწლისათვის   ქვეყნის დამსახურებული მსახიობის წოდება მიანიჭეს. 1994 წლიდან რევაზ ჩხიკვიშვილი მოღვაწეობს ქ. ესენის თეატრში.  მან ბევრი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თეატრში და ფილმებში. მაგალითად: “ორი ბატონის მოსამსახურე”,   “გიტარისტი” , “ჰავაის ყვავილი”   და ა.შ.
www.kulturserver-nrw.de/-/user/detail/28454

მერაბ ნინიძე დაიბადა 1965 წელს თბილისში. Mმისი პირველი დებიუტი შედგა 1984 წელს თენგიზ აბულაძის ფილმში “მონანიება”. 1986-1991 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. საქართველოში მას 20-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწიელეობა მიღებული. 2001 წელს მან ითამაშა ჯო ბაიერის ფილმში “დაკარგული მიწა”. ასევე ოსკარის მატარებელ კაროლინე ლინკის ფილმში “არსად აფრიკაში”.
www.filmbug.com/db/342994

ზაზა თუშმალიშვილი - მხატვარი - დაიბადა ქ. გორში 1960 წელს. Iის სწავლობდა 1971-79 წლებში გორისა და ცხინვალის სამხატვრი სკოლაში. 1982-1988 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1989-1991 წლებში გაიმართა მისი გამოფენები თბილისსა და მოსკოვში. 1992 წლიდან  მოღვაწეობს გერმანიაში. ამჟამდ ზაზა თუშმალიშვილი ცხოვრობს ბერლინში.
69.90.67.194/hayhill/docs/zazatush.htm

მუსიკალური ჯგუფიშინ დაარსდა 1998 წელს  გერმანიაში. ჯგუფი წარმატებით გამოდის  როგორც ევროპის, ისე სხვა ქვეყნებში. ჩატარებული კონცერტებიდან თანხის გარკვეული ნაწილი გადაურიცხეს აგვისტოს ომში დაზარალებულ მოსახლეობას.
www.theshin-music.com/intro.php


ქ. ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრი - ქართული კამერული ორკესტრი 1964 წელს საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაარსდა. 1990 წელს გერმანიის ქალაქ ინგოლსშტატისა და საავტომობილო მწარმოებლის AUDI-ს მხარდაჭერით ქართულმა კამერულმა ორკესტრმა მოღვაწეობა ქ. ინგოლშტატში გააგრძელა. მას ქართველი ხელოვანი ლიანა ისაკაძე ხელმძღვანელობდა. 2000-2006 წლებში ქართულ კამერულ ორკესტრს სათავეში მარკუს პოშნერი ჩაუდგა, 2007 წლიდან კი - არიელ ცუკერმანი.

ქართული კამერული ორკესტრი, როგორც ქალაქ ინგოლშტატის კულტურული შუამავალი, ხშირად მიწვეულია უმნიშვნელოვანეს ევროპულ მუსიკის ფესტივალებზე: შლესვიგ-ჰოლშტაინის მუსიკალური ფესტივალი, რაინგაუს მუსიკალური ფესტივალი, პასაუს ევროპული კვირეები და ა.შ.
www.georgisches-kammerorchester.de