ქართული დიასპორა

ესპანეთში ქართველთა განსახლება და მათი მდგომარეობა ავტონომიური პროვინციების მიხედვით:

ესპანეთი 1ესპანეთი, თავისთავად, არ არის რთული ქვეყანა ქართველ ინმიგრანტთა ინტეგრაციის თვალსაზრისით: ესპანელები აფასებენ ჩვენი თანამემამულეების შრომისმოყვარეობასა და ესპანური კულტურისა და ენისადმი ინტერესს, პატივისცემას. როგორც ყველა დანარჩენ სახელმწიფოში, ესპანეთშიც მკაცრი საემიგრაციო კანონი არსებობს, რომელსაც ის პარტია აკონტროლებს, ვინაც მართავს ქვეყანას. ამ ეტაპზე მმართველი პარტია გახლავთ ესპანეთის სოციალისტური პარტია PSOE, რომლის იდეოლოგია ბევრად უფრო ლოიალურია სახალხო პარტიის PP (Partido Popular) საემიგრაციო პოლიტიკასთან შედარებით, მაგრამ ჩვენი დიასპორის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არალეგალ ემიგრანტთა სიაშია. სხვადასხვა სოციალური თუ კონიუკტურული სირთულის მიუხედავად, ამ ქვეყანაში ქართულ დიასპორას მაინც ორგანიზებული სტრუქტურა აქვს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციისა და ესპანეთში საქართველოს საელჩოს მონაცემების თანახმად, უკვე მოქმედებს რამოდენიმე ასოციაცია და ორგანიზაცია, რომლის ირგვლივაც შემოკრებილია ჩვენი თანამამამულეების დიდი ნაწილი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი პირველი ორგანიზაცია ქართულ-ბასკური კულტურული ასოციაცია "ერთობა' ბასკეთში, 1997 წლის 26 მაისს შეიქმნა ავტონომიური ხელისუფლებისა და ბასკი ინტელექტუალებისა და პოლიტიკური ელიტის ხელისშეწყობით. მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახლდათ ცნობილი ქართველოლოგი შაბიერ კინტანა. სწორედ 12 წლის შემდეგ, ბასკეთის დედაქალაქ ვიტორიაში ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა მათი ბასკი მეგობრების დახმარებით ახალი ასოციაცია "ქართული სახლი" შექმნეს, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ქართული დიასპორის პოზიციები ესპანეთის სამეფოში. სულ ესპანეთში მოქმედებს ექვსი ქართული ორგანიზაცია, რომელთაც ჩვენი აპარატი უწევს კოორდინაციას. ბასკეთის ავტონომიაში ქართველთა განსახლების ზუსტი მონაცემების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ აქ მოქმედი ქართული ორგანიზაციების და საქართველოს საკონსულოს დახმარებით უნდა შევიმუშავოთ ერთიანი პროგრამა, რომელიც დაგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში, და, ცხადია, არა მხოლოდ ესპანეთში.

ესპანეთში მოქმედი ქართული დიასპორის ორგანიზაციების საინფორმაციო რესურსები

ბასკეთის ავტონომიის სამ ისტორიულ ტერიტორიაზე (არაბა, გიპუსკოა და ბისკაია) მოქმედებს შემდეგი ორგანიზაციები:
ვიტორია-გასტეისის ასოციაცია "ქართული სახლი", სადაც მოქმედებს წმინდა გიორგის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.
ნონა ბერიკაშვილი, პრეზიდენტი
კახა ჭიღლაძე, საკონტაქტო პირი
ელფოსტა: baskuri@yahoo.es
ტელ.: +34 667891382


ქართულ-ბასკური კულტურული ასოციაცია "ერთობა"
რობერტო სერრანო
ხათუნა ბერუაშვილი
ელფოსტა: ertoba@yahoo.es
ტელ.: 34. 606319522

Instituto Europa de los Pueblos, Fundacion Vasca
ევროპის ერების ინსტიტუტის ბასკური ფონდი
ხავიერ სალსედო ეგია
ელფოსტა: inst-europ@inst-europ.org
ტელეფონი: + 34. 94646 8176

მადრიდსა და მადრიდის ავტონომიაში მცხოვრებ ქართველთა ორგანიზებაში დიდი წვლილი შეაქვს ორ ორგანიზაციას:
ქართულ-ესპანური ასოციაცია "იბერია" (გვადალახარა)
ქეთევან გორგილაძე
ტელ.: +34 669 852017

Fundacion Internacional "Amigos de Georgia"
საერთაშორისო ფონდი "საქართველოს მეგობრები" (მადრიდი)
მისამართი:Aptdo de Correos 99, 28660 Madrid (España)
ელფოსტა: mail@amigosdegeorgia.org

ლა რიოხას პროვინციაში მოქმედებს ერთი ასოციაცია "საქართველოს შვილები", რომელიც შეიქმნა ქართული ეკლესიის ამ მხარეში დასაფუძნებლად, რამდენადაც ესპანეთში მცხოვრებ ქართველთა დიდი ნაწილი პროცენტულად სწორედ აქ არის დასახლებული. საკონტაქტო პირები:
ზაზა პაპიძე
მარინე ფრიდონაშვილი
ტელ.: +34606467995

Association Georgian Cultural Center "EuroGeorgia", მარბელა

ნათია მიქავა სტიუარტ–ფოქსი – ასოციაციის პრეზიდენტი

ტელ.: +34952802594; +34618421244

ფაქსი.: +34952802954

ელფოსტა: info@eurogeorgia.org

nsf@eurogeorgia.org

www.eurogeorgia.org

http://www.facebook.com/pages/EuroGeorgia/108669919172796

 

ქართული დიასპორის ასოციაციასათვისტომო

ლალი კიკნაძე – ასოციაციის პრეზიდენტი

მისამართი: ტორესილლას ქუჩა 16, .მადრიდი, 28012

ტელ.: +34918093078; +34911302265; +34849666815

ელფოსტა: alaverdies@gmail.com

 

კატალუნიასა და ვალენისაში გაფანტულ ქართველებს, სამწუხაროდ, ნაკლებად ორგანიზებული სათვისტომო აქვთ, თუმცა ერთ-ერთი პირველი ეკლესია სწორედ ბარსელონაში ამოქმედდა საქართველოსმადრიდი საპატრიარქოს დახმარებით.


ცნობილი ქართველები


ესპანეთის სამეფოში ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენელია ბატონი ჩარლზ ჩხოტუა, ვინაც ესპანეთის სამეფო კარზე პრინცის ტიტულით მოიხსენიება. ეს ევროპელი დიპლომატი, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დედის სამშობლოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა, დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოფიციალური წარმომადგენელი გახლდათ. გადამდგარი დიპლომატი, რომელსაც ახლახან 70 წელი შეუსრულდა, მალე კვლავ ჩადგება საქართველოს სამსახურში, როგორც საპატიო კონსული ესპანეთის სამეფოში.

ესპანეთის ქართულ დიასპორასთან მუშაობის ძირითადი მიმართულებები

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა ქართული დიასპორის კონსოლიდაცია და იმ ორგანიზაციების კოორდინაცია, რომელნიც მოქმედებენ მიმღები ქვეყნების ტერიტორიაზე. ესპანეთში მოქმედი ორგანიზაციების ერთი ნაწილი აქტიურად ასრულებს ძირითად ფუნქციებს, მაგრამ კატალუნიასა და ვალენსიაში ამ ეტაპზე ჩასატარებელია საორგანიზაციო სამუშაოები, რაც ითვალისწინებს იურიდიულ და ინსტიტუციონალურ კონსულტაციებსაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია საკვირაო სკოლებისა და საბავშვო ბაღების პროგრამაზე მუშაობა, ისევე, როგორც კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებზე. ორი წლის განმავლობაში, ბასკეთის ავტონომიური მთავრობის დახმარებით, მოქმედებდა ქართველი ახალგაზრდების პროფესიული გადამზადების პროგრამა ესპანურ უმაღლეს კოლეჯებში, სადაც უკვე მომზადდა 14 ქართველი ახალგაზრდა ტურიზმის მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებებით. აუციელებელია მსგავსი პროგრამების აღდგენა და გაფართოვება.