ქართული დიასპორა

ქართველთა განსახლება


ლიტვაში 115 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს. ქართველები მათგან ძალიან მცირედს შეადგენენ. დაახლოებითი რაოდენობის განსაზღვრა რთულია, რადგან ეს ციფრი მოძრავია. ქართველთაგან ლიტვის მოქალაქეობა დაახლოებით 320 კაცამდე ქართველს აქვს მიღებული. ძირითადად ქართველები ვილნიუსსა და პენევეჟეში სახლობენ, თუმცა არიან ასევე სხვა ქალაქებშიც.


ქართული დიასპორის ორგანიზაციები


თავდაპირველად 60-იან წლებში ქართული სათვისტომო დააარსა დალი გოგეშვილმა-იოდიშენემ (ქმრის გვარი), პროფესიით მთარგმნელი. ქართულიდან ლიტვურად თარგმნიდა სხვადასხვა ნაწარმოებებს. ქართული ლიტერატურის ლიტვურ ენაზე თარგმნა 1991 წელს შეწყდა.
ამჟამად ლიტვაში ფუნქციონირებს ოფიციალურად დარეგისტრირებული ერთი ქართული სათვისტომო „რუსთაველი" და ერთიც არაოფიციალური „იბერია".
თავდაპირველ სათვისტომოს ერქვა იბერია. სათვისტომოს თავმჯდომარე იყო ბატონი ზურაბ ჯავახიშვილი. ახლა ამ სათვისტომოს თავმჯდომარეა ბატონი ვალერი გელაშვილი.
ბატონმა ზურაბ ჯავახიშვილმა და სხვა თანამემამულეებმა ლიტვის ქართველთა ასოციაცია "რუსთაველი" დაარსეს 2007 წლის ივნისში. აქვთ ფილიალი პენევეჟეში. ასოციაცია 200 წევრზე მეტს ითვლის.
ასოციაციას აქტიური ურთიერთობა აქვს საქართველოს საელჩოსთან ლიტვაში.
ასოციაციის პროფილია კულტურული ღონისძიებებით ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება. საქართველოდან ჩამოყვანილი ჰყავდათ ანსამბლები "ერქვანი", "რუსთავი", კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა.


ლიტვის ქართველთა ასოციაცია "რუსთაველი"
თავმჯდომარე: ზურაბ ჯავახიშვილი 

e-mail: zurabasd@gmail.com

ენა და რელიგია


ძირითადად დამაკმაყოფილებელი
ახალგაზრდა თაობაში დაბალი

საკვირაო სკოლა არსებობდა სათვისტომო „ივერიასთან". ამჟამად საკვირაო სკოლა იქმნება და ფიქრობენ, რომ ახალი წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ოთახები მომზადდა საქართველოს საელჩოში, ქართულს სავარაუდოდ ასწავლის საქართველოს ელჩის მეუღლე.

ქართველი მრევლი ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადის.

ლიტვის რესპუბლიკის დამოკიდებულება ეროვნული უმცირესობებისადმი

ლიტვის კანონმდებლობის თანახმად ეროვნულ უმცირესობებს ეძლევათ უფლება დააარსონ საზოგადოებრივი და კულტურული ორგანიზაციები. 2004 წლის 14 თებერვალს ძალაში შევიდა კანონი ასოციაციების შესახებ. 2007 წლისათვის ლიტვის რესპუბლიკაში ეროვნულ უმცირესობათა 300 ასოციაცია მოქმედებდა.
განათლების სისტემა უზრუნველყოფს თანაბარ და სამართლიან პირობებს მიუხედავად სქესის, რასის, ეროვნების, ენის, წარმოშობის, სოციალური დმგოამრეობის, კონფესიისა და შეხედულებებისა.
2007-8 წლებისათვის ლიტვაში დარეგისტრირებულია 40 საკვირაო სკოლა. სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს საკვირაო სკოლების ფინანსურ დახმარებას.
ლიტვა სთავაზობს ეროვნულ უმცირესობებს მასმედიის საშუალებებს საკუთარ ენაზე. ასეთებია, რუსული, პოლონური, ინგლისური, იდიში, ბელორუსული.

მარეგულირებელი უწყება:
ეროვნული უმცირესობებისა და ემიგრაციის დეპარტამენტი
(8-5) 261 3049. 8-698 42 432. antanas.petrauskas@tmid.lt


მხარდაჭერა

ქართული დიასპორის წარმომადგენელნი და სრულიად ლიტვის საზოგადოება აგვისტოს განმავლობაში აქტიურად გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და გამოდიოდნენ საპროტესტო აქციებითა და მანიფესტაციებით. ლიტვაში მცხოვრები ქართველები ერთხმად აცხადებდნენ, რომ ისინი საქართველოს გვერდით არიან. აღსანიშნავია, ლიტველი ხალხის გულისხმიერება და მათ მიერ ქართველთა წუხილის გაზიარება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. დემონსტრანტები იკრიბებოდენენ როგორც რუსეთის საელჩოს წინ, ასევე ვილნიუსის საკათედრო ტაძარში. მას-მედიის საშუალებების ობიექტური მუშაობით ხელი ეწყობოდა ინფორმაციის გავრცელებას და აქციების მონაწილეთა მობილიზებას. 14 აგვისტოს საპროტესტო აქცია კი მთლიანად ლიტველების მიერ იყო ორგანიზებული! საპროტესტო აქცია ლიტვაში

აქციები ტარდებოდა ერთბაშად რამდენიმე ქალაქში ესენია ვილნიუსი, კაუნასი, კლაიპედა, პენევეჟე და სხვ. ტარდებოდა ყოველ დღე, ხან დღის განმავლობაში ორჯერაც. აქციების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ. ლიტვის ქართველთა ასოციაცია „რუსთავლი", საქართველოს საელჩო ლიტვაში, პრეზიდენტურა, ლიტვის კონსერვატორთა პარტია, სხვადასხვა ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აქციები ტარდებოდა საქართველოს, რუსეთის საელჩოებთან, სეიმთან, ვილნიუსის გულში არქიკათედრის ეკლესიასთან და ქალაქის რატუშასთან. ქალაქის ქუჩებში ყველაზე პოპულარული იყო ქართული სიმბოლიკა დროშები, მაისურები და სხვ.
14-17 აგვისტოს ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი Be2gether შალჩინინკაის რაიონში, ბელორუსის საზღვართან. ფესტივალის მოტო იყო საქართველოს მხარდაჭერა.