ქართული დიასპორა

პირველი ქართველები ესტონეთში

 

ესტონეთში ქართველები XIXს-ში გამოჩნდნენ. ახალგაზრდა ნიკოლოზ ბარათაშვილსაც ჰქონდა სურვილი დღევანდელი ტარტუს უნივერსიტეტში ესწავლა, მაგრამ ვერ მოუხერხებია. პირველ სტუდენტად ზურაბ აბდუშელაშვილი ითვლება. პირველი ქართული სათვისტომო 1890 წელს შეიქმნა და პირველი ქართული საღამო 14 თებერვალს შედგა. 1989 წელს ქ. ტარტუში გიურგერმუსის შენობაში, რომელმაც ადგილობრივ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ საღამოს წამყვანი და პასუხისმგებელი პირი პროფესორი ლეონარდ მაზინგი იყო. ასევე პარალელურად მოქმედებდა კავკასიელთა სათვისტომო, რომლის უმეტეს ნაწილს ქართველი სტუდენტები შეადგენდნენ, რომლებიც რევოლუციური იდეებით ყოფილან გატაცებულნი და რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ მათმა რაოდენობამ იკლო. მათ დიდი კვალი დატოვეს ძველი უნივერსიტეტის ისტორიაში, არქივში ძალიან ბევრი საინტერესო მასალაა დაცული. საბჭოთა კავშირის მიერ ესტონეთის ოკუპაციის შემდეგ გამოჩნდნენ როგორც სტუდენტები ისე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. განსაკუთრებით მედიცინის დარგში, საზღვაო და სხვა სფეროებში.

ქართველთა განსახლება

ესტონეთში დაახლოებით 450 ქართველი ცხოვრობს. ისინი ძირითადად ცენტრალურ ქალაქებში არიან განსახლებულნი.

ოჯახები ძირითადად შერეულია, ზოგი საქართველოდან წასული ესტონელია, ზოგიც უკვე საქართველოშივე იყო ესტონურ-ქართული ოჯახის წარმომადგნელი და 90-იანი წლების მდგომარეობამ უბიძგა მეორე სამშობლოში წასულიყვნენ.

ქართული დიასპორა ესტონეთში მცხოვრებ ქართველებსა და მშობლიურ საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე მუშაობს.

დიასპორის ორგანიზაციბი


ესტონეთში მიუხედავად ქართველების არცთუ დიდი რაოდენობისა რამდენიმე სათვისტომო და ორგანიზაციაა დაარსებული.

 

ესტონურ ქართული კულტურული სათვისტომო „მამული" - ქ. ტალინი

თავმჯდომარე: იაშა ყურშუბაძე

elkurs@gmail.com

ქართული კულტურული გაერთიანება „აჭარა"- ქ. ტალინი

თავმჯდომარე: ვალერიან წუწუნავა

lyra@one.ee

ქართული სახალხო ანსამბლი „მამული" - ქ. ტალინი

თავმჯდომარე: გივი მამუჩარაშვილი

lyra@one.ee


ტალინის ქართული ნაციონალური სათვისტომო "ივერია" - ქ. ტალინი

თავმჯდომარე: ვლადიმირ ჟურიარი

lyra@one.ee

ესტონურ-ქართული კულტურული ცენტრი „თბილისი"- ქ. ტალინი

თავმჯდომარე: ლერი ჯაფარიძე

leri6@hot.ee

ენა და რელიგია


უფროს თაობაში კარგი
უმცროს თაობაში დაბალი
რამდენიმე წლის წინ ტალინში შეიქმნა საკვირაო სკოლა, სადაც მსურველები ქართულ ენას ეუფლებოდნენ. ბიბლიოთეკა საჭიროებს ახალი ქართული მხატვრული ლიტერატურითა და პუბლიცისტიკით შევსებას. ამჟამად საკვირაო სკოლა არ ფუნქციონირებს.

ქართველი მრევლი მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადის. ყოველ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე ეკლესიაში იკრიბებიან და ერთად აღნიშნავენ თითოეული ქართველისათვის მნიშვნელოვან დღეს.

გამოჩენილი ქართველები

საქართველოს წარმომადგენლებმა შესამჩნევ წარმატებებს მიაღწიეს და ადგილობრივ საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრეს.
შალვა გულორდავა - საბჭოთა ესტონეთის ქირურგიის ფუძემდებელი
იური კოჩინევი - კოჩინაშვილი - ქირურგი
ლერი ჯაფარიძე - ქირურგი
თეიმურაზ სილაგავა - ექიმი
ერეკლე ძოწენიძე - ექიმი
გიორგი დოლიშვილი - ექიმი
ლია დოლიშვილი - სტომატოლოგი
თინათინ დოლიძე - თერაპევტი
ბალდო ბარბაქაძე - საზღვაო კაპიტანი
თენგიზ ჩომახიძე - საზღვაო კაპიტანი და სხვ.

ანსამბლი 'მამული'ანსამბლი მამულის წევრები : გივი მამუჩარაშვილი, ნუგზარ რუბაშვილი, გივი ქააძე, ოლეგ ნებიერიძე. ეროვნებით ესტონელები საქართველოდან ასევე მოღვაწეობდნენ უნივერსიტეტებსა და ინსტიტუებში.

 


მხარდაჭერა

2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ქართველი და ესტონელი ხალხის მეგობრობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ესტონეთის დემოკრატიული საზოგადოების ინიციატივით არაერთი საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ათასზე მეტმა მონაწილემ. საქართველოს მხარდამჭერი  აქცია ტალინში, 13.08.08აქცია მიმდინარეობდა რუსეთის საელჩოს წინ. უამრავი ესტონელი პოლიტიკოსი, რიიგიკოგუს წევრი, ესტონეთის ეროვნულ უმცირესობათა წევრები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებდნენ რუსეთის საჰაერო სამხედრო ძალების მიერ საქართველოს მთელი ტერიტორიის დაბომბვას.


ესტონეთის რესპუბლიკის დამოკიდებულება ეროვნული უმცირესობებისადმი

ეროვნული უმცირესობების უფლებები და მოვალეობები დადგენილია ესტონეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით, რომელიც ეთნოსშორის ურთიერთობებს არეგულირებს. დაარსებულია ესტონეთის ეროვნული უჯმცირესობების ცენტრი „ლირა", რომელიც აერთიანებს აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციას, რომელიც დარეგისტრირებულია და ხელს უწყობს მათ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
ხელი ეწყობა საკვირაო სკოლების, ანსამბლების ჩამოყალიბებასა და შემდგომ განვითარებას.
დიდი მნიშვნწლობა ენიჭება ესტონური ენის ცოდნას, ამისთვის შექმნილია ძლიერი საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციის სხვადსხვა მექანიზმები.
http://www.usefoundation.org/foundation/research/olp/viewCountry.asp?CID=61