ქართული დიასპორა

ქართველთა განსახლება

კვიპროსის ქართული დიასპორაუკანასკნელ ათწლეულში განხორციელებულ ემიგრაციას უფრო მეტად სოციალური ხასიათი ჰქონდა, რასაც საფუძვლად ედო საქართველოში პოლიტიკური კრიზისით, ეთნოკონფლიქტებითა და გარდამავალი ეტაპით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. ამ მიზეზების გამო, საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სამუშაოს საძებნელად კვიპროსზე წავიდა. არაოფიციალური მონაცემებით ამჟამად კვიპროსზე ცხოვრობს 5 000 - 6 000 საქართველოს მოქალაქე. ისინი, ძირითადად სოციალური (შრომითი) მიგრანტები არიან. მათი უმრავლესობა კვიპროსის სამ დიდ ქალაქში ცხოვრობს: ნიქოზიაში, ლიმასოლსა და პაფოსში.
ჩვენი თანამემამულეების უმეტესი ნაწილი კვიპროსზე არალეგალურად იმყოფება. საბუთების უქონლობის გამო მათ ბევრი პრობლემა ექმნებათ. აგრეთვე, კვიპროსზე საქართველოდან წასული 15 000-მდე ეთნიკური ბერძენი ცხოვრობს. ბევრი მათგანი უკვე კვიპროსის ან საბერძნეთის მოქალაქეა.


 ქართული დიასპორის ორგანიზაციები

ქართველთა სათვისტომო ქ.ნიქოზიაში "ძალა ერთობაშია"
Διασπορά Γεωργιανών στην Λευκοσία «Δύωαμη στην Ενώτητα»

2006 წელს კვიპროსის რესპუბლიკაში ქ. ნიქოზიაში ქართველთა სათვისტომო "ძალა ერთობაშია" შეიქმნა. აქვე ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია და რელიგია. შეიქმნა ბიბლიოთეკა, იქმნება ქართული მხატვრული ფილმებისა და მულტფილმების კინოთეკა. სათვისტომომ მოკლე ხანში ჩამოაყალიბა ქართული ხალხური ცეკვის სტუდია "იმედი", რომელიც მონაწილეობას იღებს კვიპროსის მასშტაბით გამართულ კონცერტებსა და საერთაშორისო ფესტივალებში. სათვისტომო, ყოველწლიურად, აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მართავს ქართული ენისა და დედის დღისადმი მიძღვნილ საღამოებს. ქ. ნიქოზიაში ქართველთა სათვისტომო "ძალა ერთობაშია" - ს თავმჯდომარეა ბატონი მევლუდი ყაფლანიშვილი. ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 100-ზე მეტი ქართველი.

წმინდა გიორგის სახელობის კვიპროსის ქ.პაფოსის ქართული სათვისტომო
Ομοσπονδία Γεωργιανών ονόματι Αγίου Γεωργίου της Πάφου της Κύπρου

წმინდა გიორგის სახელობის კვიპროსის ქ.პაფოსის ქართული სათვისტომო დაარსდა 2007 წელს მამა ზაქარიას კურთხვევით. სათვისტომოს მიზანია ქ. პაფოსის ქართული სათვისტომოქ.პაფოსში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მათი საზოგადოებრივი, კულტურული და საგანმანათლებლო ინტერესების დაცვა. აგრეთვე, ქართული ენის, ადათ-წესების, ტრადიციების დაცვა-შესწავლა და ზოგადად ეროვნული კულტურის განვითარება.  ამ მიზნით დაარსდა საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია. კვიპროსის სკოლების ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით, გაკვეთილები ტარდება ქ.პაფოსის ერთ-ერთ სკოლაში. ორგანიზაციაში ისწავლება ქართული ცეკვები, ჩამოყალიბდა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "ღალია", რომელიც მონაწილეობას იღებს ქ. პაფოსის სხვადასხვა ღონისძიებებში. სათვისტომოს თავმჯდომარეა ქალბატონი მაია კარიმპიდი, რომელიც 2003 - 2006 წლებში იყო ქართულ - ბერძნული სათვისტომო „კავკასია და ფსილორიტისი" -ს თავმჯდომარე საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე. ორგანიზაციის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველები, ასევე საქართველოდან წასული ბერძნები.

მხარდაჭერა

საპროტესტო აქცია ქ. ნიქოზიაში2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს კვიპროსის ქართული დიასპორა თავის სამშობლოს აქტიურად უჭერდა მხარს. კვიპროსში მცხოვრები დაახლოებით 200 ქართველი რუსეთის საელჩოს შენობის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ყოველდღიურად აპროტესტებდა. ქ. ნიქოზიაში 1 სექტემბერს ადგილობრივი დროით 17:00 აქცია - ცოცხალი ჯაჭვი ჩატარდა. აქციაში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა ადამიანმა. ქართული დიასპორის ინიციატივით შეგროვდა დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც გაეგზავნა ქ. თბილისის სამგორის რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს.

 


ენა, კულტურა, რელიგია

ღალიის (ჟალიას, იალიას) ქართული მონასტერი

ღალიის მონასტერი - შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო და კულტურული ცენტრი კუნძულ კვიპროსზე, შემორჩენილია ნანგრევების სახით. ღალიის მონასტერი  კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთ ღალიის მონასტერინაწილში, პაფოსის პროვინციის პატარა ისტორიული ქალაქის პოლის ქრისოქოსის მახლობლად ტყეში, სანაპიროდან დაახლოებით ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მონასტრის ნანგრევები 1981 წელს აღმოაჩინა ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა მეცნიერმა ვახტანგ ჯობაძემ რომელიც მე-12 საუკუნის ქართულ ცნობებს ეყრდნობოდა. სისტემატური არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ 2006 წელს დაიწყო მას შემდეგ რაც საქართველოს და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე. გათხრებმა გამოავლინა ქალწულ მარიამის ეკლესია, რომელიც არაუგვიანეს 1000 წლით თარიღდება. უფრო გვიანდელი, წმ. გიორგის ტაძარი, მე-12 საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს. მონასტერი საფუძვლიანად შეაკეთებინა თამარ მეფემ. მას შემდეგ იგი კიდევ ერთხელ განახლებულა მე-13-14 საუკუნეების მიჯნაზე. საქართველოსა და კვიპროსზე გართულებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ აიძულა ქართველი ბერები მონასტერი მიეტოვებინათ. მე-16 საუკუნეში კი ღალია გაიძარცვა და ნანგრევებად იქცა. აღმოჩენილია მე-13-14 საუკუნეების ქართული ფრესკები და წარწერები, საყოფაცხოვრებო და რელიგიური დანიშნულების სხვადასხვა ნივთი. ამის გარდა კვიპროსზე კიდევ სამი ქართული ეკლესიაა წმინდა გიორგის ნამონასტრალი ლარნაკის მახლობლად. ამ ეკლესიების გარდა, ქართველები ბერძნულ მართმადიდებლურ ეკლესიებშიც დადიან.

საკვირაო სკოლები

ქართველთა სათვისტომოსთან არსებულ საკვირაო სკოლის გარდა კვიპროსზე კიდევ სამი ქ. ნიქოზიაში, ქ.ლიმასოლსა და ქ.პაფოსში ქართულ ეკლესიებთან არსებული ქართული საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც დიასპორის წარმომადგენლები ასწავლიან.


გამოჩენილი ქართველები

მამა ზაქარია მამა ზაქარია (ფერაძე) - საქართველოსა და კვიპროსს შორის ტრადიციული ურთიერთობის აღდგენის მიზნით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წელს კვიპროსზე გაიგზავნა ქართველი მოძღვარი - დეკანოზი ზაქარია ფერაძე. მამა ზაქარია საკმაოდ ნაყოფიერად მოღვაწეობს მღვდელ ანდრია სხილაძესთან და დიაკონ დავით მაღლაფერიძესთან ერთად. შაბათ-კვირას ის კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში მსახურობს, სადაც ბერძნულენოვანი მსახურება ტარდება, კვირის განმავლობაში კი 400 კმ. რადიუსში უწევს მოძრაობა, ქართულ ნამონასტრალ ღალიაში პარაკლისს ატარებს, ჩადის კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში, სადაც ადგილობრივმა იერარქებმა ეკლესიები გამოყვეს, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს ღვთის დიდების საშუალება. ქართველი მრევლი ყოველ კვირას იკრიბება ღალიის ქართულ მონასტერში.

თემურ ქეცბაია - ქართველი ფეხბურთელი, 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წამყვანი მოთამაშე. საფეხბურთო კარიერა სოხუმის დინამოში დაიწყო. 1987 წელს პერსპექტიული ნახევარმცველი ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის დინამოში გადავიდა. 1992 წელს კვიპროსულ კლუბში (ფამაგუსტას "ანორთოსისი") გადადის, 1994 წელს კი - საბერძნეთში, ათენის "AEK"-ში ირიცხება, რომლის შემდგენლობაშიც საბერძნეთის ჩემპიონი და ფანების კერპი ხდება.
1997 წელს ქეცბაიას წარმატებული თამაში საბერძნეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ინგლისური "ნიუკასლის" სელექციონერებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა და თემური, როგორც თავისუფალი აგენტი, ჩრდილოინგლისური კლუბის წევრი გახდა.  2000 წელს ქეცბაიას სენტ-ჯეიმსის პარკის დატოვება მოუხდა და ქვედალიგელ "ვულვერჰემპტონთან" £900,000-ად აფორმებს კონტრაქტს, თუმცა აქაც დიდხანს ვერ ჩერდება და 2001 წელს შოტლანდიური "დანდის" წევრი ხდება. 2002 წლის ზაფხულს "ანორთოსისში" ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად. სადღეისოდ ქეცბაია კვიპროსული კლუბის მთავარი მწვრთნელია.