ქართული დიასპორა დანიაში

ქართველთა განსახლება

2008 წლის მონაცემებით, დანიაში დაახლოებით 200-დან 250-მდე ქართველი იმყოფება, რომელთაგან 70% დანიის მოქალაქეა და მუდმივი სტატუსი გააჩნია, ხოლო 10% დროებითი სტატუსით იმყოფება. ქართველთა ნაწილი ცხოვრობს შემდეგ ქალაქებში: კოპენჰაგენი, ოდენსი, არჰუსი, როსკილდი, ალბორგი.

ქართული დიასპორის ორგანიზაციები

ქართული სათვისტომო დანიაში - ,,GEORGISK FORENING",  2005 წელს დაფუძნდა . მისი თავმჯდომარეა ქალბატონი რუსიკო გიორგბერიძე.

დანიაში ქართული სათვისტომოს მისამართია:

Denmark, Stumpedal 24 st,th 2730 Herlev
Tel:  0045-20336041 
http:/www.diaspora.dk

საკვირაო სკოლები, მართლმადიდებლური ტაძრები

ქართული მართლმადიდებლური წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული სამრევლო დანიაში 2003 წელს გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს. წირვას 3 თვეში ერთხელ ატარებს ავსტრიის ქ. ვენის წმ. კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის სამრევლოს მღვდელი, არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი). სამრევლოს გაჩნია საკუთარი ვებ-გვერდი: www.geocities.com/avstriissamrevlo ახლო მომავალში იგეგმება საკვირაო სკოლის გახსნაც.

გამოჩენილი ქართველები

ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან გიორგბერიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანიაში მოღვაწე ქართველთა უმეტესობა დაკავებულია პროფესიით და წარმატებულად მოღვაწეობს, კერძოდ:

  1. გოგი გეგელაშვილი - ფილოსოფიის დოქტორი, ბიოქიმიკოსი, მოლეკულური და უჯრედული ნეიროქიმიის პროფესორი;
  2. ერეკლე წაქაძე - ფილოსოფიის დოქტორი, ფიზიკოსი, პროექტის მენეჯერი დანიურ ფირმა ნანონში;
  3. ნატა მენაბდე - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული (ევროპა) დირექტორის მოადგილე;
  4. ნიკო მჭედლიშვილი - ექიმი/ანესთეზიოლოგი;
  5. ზაზა უჯმაჯურიძე - ექიმი ონკოლოგი;
  6. ქეთინო როგავა - ექიმი / ნეფროლოგი;
  7. რუსუდან გიორგბერიძე - სტომატოლოგი;
  8. იანა სომერლუნდი-მესხი - ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, დანიის კავკასიის საზოგადოების საბჭოს წევრი;
  9. მარინა არაყიშვილი - პროზაიკოსი, ტელე-პროდიუსერი
  10. მიხეილ ულარჯიშვილი - იურისტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მაგისტრანტი.
  11. ეკატერინე ბახბავა - საერთაშორისო ბიზნეს კომუნიკაციების სპეციალისტი
  12. ლევან ნილსენი (ჩხეიძე) - ინჟინერი, დანიური კომპანია NIRAS-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი
  13. ირაკლი ჯალიაშვილი - ფიზიკოსი, კომპანია RADIOMETER MEDICAL.
  14. ნინა ქავთარაძე - პიანისტი
  15. ირინა გერკეული - მუსიკოსი, ორღანისტი
  16. ეკატერინე ბაღდავაძე - მხატვარი/ხელოვნების თეორეტიკოსი
  17. ნანა ყუფარაძე - მხატვარი / ხატმწერი

ქართული სათვისტომოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

მთელი სათვისტომო რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს თვეში განხორციელებული აგრესიის პერიოდში სისტემატურ საპროტესტო აქციებს მართავდა კოპენჰაგენში რუსეთის საელჩოს წინ და ქვეყნის დედაქალაქის მთავარ მოედანზე, რაც გაშუქდა სხვადასხვა მედია საშუალებებით, ასევე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე;
სამომავლო ღონისძიებებიდან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დანიაში არსებული ქართული სათვისტომო მომავალში გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდთან ,,იავნანა".