ქართული დიასპორა ნიდერლანდებში

ქართული დიასპორის განსახლება ქვეყანაში:

2006 წლის სტატისტიკით, ნიდერლანდებში დაახლოებით 2000-მდე ქართველი იმყოფება მუდმივი სტატუსით, ხოლო ახალი აღრიცხვა ჩატარდება 2009 წლის თებერვლისათვის, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება უფრო სრულყოფილი სურათის წარმოჩენა ქართველთა სხვადასხვა ქალაქებში განსახლების თაობაზე.

ქართული დიასპორის ორგანიზაციები და საინფორმაციო რესურსები:

ქართული სათვისტომოს სრული სახელწოდებაა ,,საქართველოს ფონდი/ქართული დიასპორა", რომელიც ნიდერლანდებში მოღვაწეობს 2004 წლიდან.

ქართული სათვისტომოს საკონტაქტო ინფორმაცია:

3501 DB Utrecht
T 0412 85 04 06
F 084 71 47 160
info@geo-diaspora.nl
www.geo-diaspora.nl
თავმჯდომარე - მარეხი ტოგონიძე

სათვისტომოს მიზანია ნიდერლანდებსა და საქართველოში მოღვაწე ქართულ-ჰოლანდიური ორგანიზაციებისა და პიროვნებების ერთმანეთთან დაკავშირება. რაც შეეხება საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ესენი შემდეგია:

  • ქართველთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა;
  • საქართველოს ცნობადობის ამაღლება ნიდერლანდებში;
  • ქართველთა ინტერესების დაცვა ნიდერლანდებში;
  • საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებული პროექტების გახორციელებისთვის ხელშეწყობა;
  • საქართველოში ტურიზმის და წარმოების განვითარებისთვის ხელშეწყობა;
  • საუკეთესო პროექტებისთვის ყოველწლიური ჯილდოს დაარსება;
  • გაცვლითი პროგრამების ქსელის გაფართოება და ნიჭიერი ახალგაზრდების მონაწილეობისათვის ხელშეწყობა სამეცნიერო-ლიტერატურულ წრეებში მონაწილეობის მისაღებად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში;
  • გაცვლითი პროგრამების განვითარება სამრეწველო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და განათლების სფეროებში.;
  • ნებისმიერი სხვა ძალისხმევის მხარდაჭერა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის მჭიდრო ურთიერთობების განვითარებისკენ.

ორგანიზაციას ჰყავს 90-მდე აქტიური ხოლო მონაცემთა ბაზაში სრულად დარეგისტრირებულია 500 წევრი (ქართველები და მათ შორის სხვა ეროვნების წარმომადგენლები). მსოფლიოს მასშტაბით, ორგანიზაციის წევრად რეგისტრირებულია 250-მდე პიროვნება. ორგანიზაცია აგრეთვე არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროგრამა ,,დიასპორა განვითარებისთვის" წევრი.
სათვისტომო აქტიურად ეხმარება საქართველოში ძეგვის და ბედიანის ბავშვთა სახლებს. ასევე ეხმარება ნიდერლანდებში მყოფ ქართულ დიასპორას, რომ იყოს უფრო მეტად კონსოლიდირებული, ცდილობს შეძლებისდაგვარად გააუმჯობესოს ქართველთა ცხოვრების პირობები აღნიშნულ ქვეყანაში.
სათვისტომოში შეკრება ეწყობა 2 თვეში ერთხელ, სადაც ხდება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა

საინფორმაციო რესურსები

გამოდის 2 ჟურნალი "დიასპორა" და "ემიგრანტი". სათვისტომო ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა და მცირე წვლილი შეაქვს 2 ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში. სათვისტომო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოთი დაინტერესებულ სხვადახვა ჰოლანდიურ ორგანიზაციებთან, მათ შორისაა ,,ბაგრატიონის საზოგადოება", რომლის თავმჯდომარეა ჰოლანდიელი რუდოლფ ვან დერ ვერფი, ხოლო აღნიშნული ორგანიზაციის საბჭოს წევრია ეკატერინე მხეიძე.

ძირითად საინფორმაციო საშუალებას წარმოადგენს ინტერნეტი, ელ-ფოსტა და ელეტრონული გაზეთი, სათვისტომოს გააჩნია ვებ-გვერდი www.geo-diaspora.nl, რაც აქტუალური სამაუწყებლო საშუალებაა ინფორმაციის გასავრცელებლად.

საკვირაო სკოლები, მართლმადიდებლური ტაძრები

ქართული მართლმადიდებლური სალოცავია როტერდამის წმ. სამების ეკლესია, რომელიც სერბებს ეკუთვნის და სადაც თვეში ერთხელ ტარდებოდა წირვა. აგრეთვე ანტვერპენის წმ. ნინოს ეკლესია და ბელგიაში ახლად შეძენილი წმ. გიორგის მონასტერი, რომლებშიც წირვას ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველებიც ესწრებოდნენ.
მოცემული მომენტისთვის ამ ეკლესიებში დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის მიერ შეჩერებულია საეკლესიო მსახურება და ქართველ მღვდლებს შეჩერებული აქვთ მღვდელმოქმედების უფლება.

გამოჩენილი ქართველები
(პროფესიული თვალსაზრისით წარმატებული ქართველები)

  • გოჩა ლაღიძე - ხელოვანი / http://www.gotscha.nl/nl-huis.htm
  • დავით ჩიჩუა - მხატვარი- დიზაინერი www.chichua.com
  • მაია სიმონია - მხატვარი- დიზაინერი www.freewebs.com/art-maia/
  • მარეხი ტოგონიძე -ეკონომისტი- ფინანსისტი, რისკის მენეჯერი www.rabobank.com
  • ანა-მაია ლომსაძე- (8 წლის)- მოჭადრაკე , ჰოლანდიის ჩემპიონი 2008 წლის (11 წლიანთა ასაკში)
  • დავით შათელაშვილი- სპორტსმენი -მძიმე წონის აწევაში მსოპლიოს 2008 წლის ჩემპიონი;
  • გოჩა გიორგაძე -ინჯინერ-დამპროექტებელი
  • ავთანდილ ნადიბაიძე -ინჯინერ-დამპროექტებელი
  • არჩილ ჯავახაძე -ინჯინერ-დამპროექტებელი
  • ნინო გვეტაძე -ამსტერდამის კონსერვატორიის სტუდენტი- პიანისტი
  • კობა კუპრეიშვილი -რეზიდენტი - ექიმი, Vrije University Medical Center(VUMC)
  • ალექსანდრე ბაიდოშვილი - რეზიდენტი ექიმი, პათოლოგი Vrije University Medical Center(VUMC)
  • ეკა მხეიძე - ექიმი-თერაპევტი
  • ნატა სერველი - პიანისტი
  • ირაკლი ბერიძე - ქიმიკოსი
  • ნინო დავითულიანი - იურისტი, როტერდამის იურიდიული კლინიკის თანამშრომელი
  • ინგა პავლიაშვილი - სოციალური დაზღვევის სამინისტროს მმართველი საბჭოს თანამშრომელი'
  • ქეთი ფანჩულიძე -იურისტი
  • მარინა გიორგობიანი - ეკონომისტი
  • ნინო მუშკუდიანი- მათემატიკოსი
  • მეგი მუზაშვილი - სადაზღვევო კომპანიის მრჩეველი
  • გიორგი შენგელია -მხატვარი
  • თეა ლანჩავა - მოჭადრაკე - სადაზღვევო კომპანიის მრჩეველი

ქართული სათვისტომოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • მთელი სათვისტომო რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს თვეში განხორციელებული აგრესიის პერიოდში სისტემატურ საპროტესტო აქციებს მართავდა, რაც გაშუქდა სხვადასხვა მედია საშუალებებით, ასევე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე.
  • როგორც ზემოთ აღინიშნა, ქართული სათვისტომო აქტიურად ეხმარება ძეგვის და ბედიანის ბავშვთა სახლებს.