ქართული დიასპორა ნორვეგიაში

ქართველთა განსახლება

ნორვეგიაში ქართული სათვისტომოს ინფორმაციით, დაახლოებით 150-მდე ქართველი იმყოფება, რომელთაგან სათვისტომომ მხოლოდ 110-მდე პიროვნებასთან შეძლო დაკავშირება. ოსლოსა და მის მიდამოებში 50-მდე ქართველი ცხოვრობს. ქართველების უმეტესობა ქვეყნის ჩრდილოეთში ცხოვრობს, ქალაქებში ფამერფესტი, ალესუნდი, ალტერი, ტრონდჰაიმი.

ქართული დიასპორის ორგანიზაციები და საინფორმაციო რესურსები

2008 წლის 24 სექტემბერს ნორვეგიის სამეფოს დედაქალაქ ოსლოში ქართული სათვისტომო ადგილობრივი კომუნის მიერ დარეგისტრირდა. სათვისტომოს დაფუძნების პროცესი საქართველოში აგვისტოს თვეში განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარეს. სათვისტომოს თავმჯდომარედ ოსლოში მოღვაწე გურანდა კორძაძე იქნა არჩეული, მოადგილედ ილია უთმელიძე.

სათვისტომოს მისამართი

DEN GEORGISKE FORENINGEN I NORGE
Trondheimsveien 271, H-1109
0589 Oslo, Norway
 00 47 94488780 
georgiskeforeningen@gmail.com


საკვირაო სკოლები, მართლმადიდებლური ტაძრები

ახლო მომავალში იგეგმება საკვირაო სკოლის გახსნა. ქართული მართლმადიდებლური ტაძარი არ არის ნორვეგიაში და ქართველები კვირაობით მხოლოდ რუსულ და ბერძნულ ეკლესიაში იკრიბებიან.

გამოჩენილი ქართველები

ნორვეგიაში საკუთარი პროფესიით ბევრი ქართველი არ არის დასაქმებული. წარმოდგენილ იქნა შემდეგი სია:

  1. ილია უთმელიძე - პოლიტოლოგი
  2. თამარ ტაბახმელაშვილი -ფილოლოგი, ნორვეგიული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ლინგვისტი, მთარგმნელი, თარჯიმანი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების სპეციალისტი (მაგისტრატურა), დოქტორანტ–მკვლევარი, ოსლოს უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტი.
  3. გურანდა კორძაძე - ლინგვისტი-ფილოლოგი: ინგლისური, გერმანული, ნორვეგიული; დოქტორანტი ინგლისურ ენაში. მაგისტრატურა - უმაღლესი განათლების რეფორმებისა და ხარისხის სფეროში.
  4. თემურ ქულიანი - მხატვარი, არქიტექტორ-ინჟინერი
  5. აკაკი ჯობავა - პროგრამისტი
  6. გიორგი ჭავჭანიძე - კიბერნეტიკოსი (ოპერა ნეტს)
  7. ივანე სარაჯიშვილი - ცნობილი ორღანისტი (სტავანგერის კათედრალური ტაძრის ორგანისტი)
  8. თამუნა ჯონნსონ - მუსიკოსი, ნორვეგიულის თარჯიმანი
  9. მაია ბენდელიანი - ბიოლოგი

მხარდაჭერა

ნორვეგიის ქართველთა სათვისტომო რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის პერიოდში სისტემატურ საპროტესტო აქციებს მართავდა ოსლოს მთავარ მოედანზე, რაც გაშუქდა სხვადასხვა მედია საშუალებებით, ასევე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე;